მანჯგალაძე – ბიძინა ივანიშვილი თავის გადასარჩენად ევაჭრება დასავლეთს და ეუბნება – „მე უფრო ცუდად მოქცევაც შემიძლია”

ივანიშვილი ვაჭრობს საქართველოთი და საქართველოს ინტერესებით, ჩვეულებრივი ვაჭრუკანაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ლეგენდაა, რომ თითქოს ვინმემ “ქართული ოცნება” დატოვა, დეპუტატი მიიჩნევს, რომ რეალურად ისინი ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს ახმოვანებენ.

„ივანიშვილის ადვოკატი ყიფიანი საუბრობს იმაზე, რომ ის ფაქტობრივად არის სანქცირებული. ის, რაც ხდება და როგორიც არის რიტორიკა მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის გადასარჩენად ევაჭრება დასავლეთს და ეუბნება – “მე უფრო ცუდად მოქცევაც შემიძლია”. ივანიშვილი ვაჭრობს საქართველოთი და საქართველოს ინტერესებით, ჩვეულებრივი ვაჭრუკანაა.

ლეგენდაა, რომ თითქოს ვინმემ „ქართული ოცნება” დატოვა, ისინი არიან ჯგუფი, რომელიც დავალებას იღებს პირდაპირ რუსი კურატორებისგან. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ამით შეიქმნა „ალტ- ინფოს” საპარლამენტო ჯგუფი და ის, რასაც ლაპარაკობს ყაველაშვილი, “ქართული ოცნების” ცალკეული წარმომადგენლები, მათ შორის, დიმიტრი სამხარაძე, ამას ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილი,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიბერბოკი – გერმანია ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთიდან გაზის დეფიციტმა საზოგადოებაში განხეთქილება არ გამოიწვიოს
შემდეგი სტატიაივანიშვილი არის ოლიგარქი და დეოლიგარქიზაცია მას ეხება – გრეგოროვა