მანჯგალაძე – არის მაღალი ფასები, სიღარიბე, მოქალაქეებს უწევთ ქვეყნის დატოვება და თუ ასე გაგრძელდა, დასაქორწინებელიც არავინ დარჩება

არის მაღალი ფასები, სიღარიბე, მოქალაქეებს უწევთ ქვეყნის დატოვება და თუ ასე გაგრძელდა, დასაქორწინებელიც არავინ დარჩება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ ახალ კანონპროექტს, რომელიც ლგბტ პროპაგანდის შეჩერებას გულისხმობს.

მისივე თქმით, როცა კანონპროექტი იქნება დასრულებული, ის პოზიციას ჩამოაყალიბებს და არ გაიქცევა.

„ქართულმა ოცნებამ” წამოიწყო ეს საკითხი და მიიყვანოს ბოლომდე. როცა კანონპროექტი ექნება დასრულებული, მე პოზიციას ჩამოვაყალიბებ, არ გავექცევი. ჩვენ ვაყენებთ საკითხს სხვანაირად. „ქართული ოცნების” პოლიტიკა იმდენად ანტიქართული და ანტიეროვნულია რომ ამ მძიმე ვითარებიდან გამომდინარე ხალხი გადის ქვეყნიდან. არის მაღალი ფასები, სიღარიბე, მათ უწევთ ქვეყნის დატოვება და თუ ასე გაგრძელდა დასაქორწინებელიც არავინ დარჩება ქვეყანაში. შესაბამისად, პირველ რიგში, საჭიროა ამ საკითხების მოგვარება და შემდეგ რაზეც უნდა იმაზე გავყვები. ჯერ “ქართულმა ოცნებამ” თქვას, როგორ ვაგვარებთ ხალხის გაქცევის პრობლემას”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – ოპოზიციამ პატრონების მიმართ დაიწყო თავის მოწონება, კეკლუცი, ე.წ. მესამე ძალაში ვინ იქნება ლიდერი
შემდეგი სტატიათბილისში დაკარგული მოზარდები იპოვეს