მანჯგალაძე – არჩევნებში ჩვენ 40%-მდე ავიღებთ, თუ 10%-ს ნიკა მელია და ნიკა გვარამია აიღებენ, მოვსულვართ ხელისუფლებაში

„სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, არჩევნებში ისინი 40%-მდე აიღებენ.

„ჩვენ ავიღებთ 40%-მდე, თუ 10%-ს ეგენიც [ნიკა მელია და ნიკა გვარამია] აიღებენ, მოვსულვართ ხელისუფლებაში, მადლობა მათ. 40%-მდე რომ ავიღებთ იქიდან ვიცი, რომ 2018 წელს გიორგი ვაშაძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად აიღო 40% და ახლაც მინიმუმ ასე ავიღებთ”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რომ მსგავსი შედეგი არცერთმა საერთაშორისო კვლევამ არ აჩვენა, პაატა მანჯგალაძემ უპასუხა, რომ 2018-ში 17%-ს უწერდნენ და 40% მიიღეს, ახლა კი უფრო მეტს უწერენ.

banner
წინა სტატიაშიმოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინს შეხვდა
შემდეგი სტატიაჩიხლაძე – სალომე ზურაბიშვილი „ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით გამოირჩევა“