მანჯგალაძე – არათუ არ დასჯის „ქართული ოცნება“ მოძალადეებს, პრემიებს გამოუწერენ ქვასროლია ადამიანებს – ქვას ვინც ისვრის, რომ დასჭირდეს, ტყვიასაც ისვრის

არათუ არ დასჯის „ქართული ოცნება“ მოძალადეებს, პრემიებს გამოუწერენ ქვასროლია ადამიანებს – ქვას ვინც ისვრის, რომ დასჭირდეს, ტყვიასაც ისვრის, – ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტებთან, კახეთში მომხდარ ინციდენტს, როცა პენსიონერებთან შეხვედრისას, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს და მის თანაპარტიელებს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ძალადობას ახალისებს.

„ვინც ბოროტებას ახალისებს, ვინც ქვას ისვრის, მე კი არ მესვრის ქვას, საქართველოს მომავალს, პერსპექტივას, ევროპულ შესაძლებლობას ესვრის. მივმართავ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რუსთან რომ გახსენდებათ „სტუმარ- მასპინძელი“, დავალებას რომ აძლევს სამხარაძე და სხვა მოძალადეები, ქვა ესროლონ მოძმეებს, მაშინ რატომ არ გახსენდებათ ქრისტიანობა და სტუმარ -მასპინძელი?! არ მოეწონათ ხაბეიშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ყველა მოძალადეს დაამტვრევს თითებს, რადიკალური განცხადებააო თქვეს. ზვიად გამსახურდია რომ იძახდა, ხაინდარავას და სხვებს ყვავილები ვესროლოთო, უშველა საქართველოს? იმათი შვილები დღეს იგივეს არ აკეთებენ, ქვას არ ესვრიან საქართველოს?! ქვას ვინც ესვრის საქართველოს მომავალს, თუ დასჭირდება ტყვიასაც ისვრის და არ შეიძლება ამ ხალხის ხელისუფლებაში ყოფნა,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – თუ მეუფე შიოს მოწამვლა დადასტურდა, ეს ძალიან მძიმე ფაქტი იქნება
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – სანქციების კოორდინატორებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს იმიტომაც, რომ ევროპიდან წამოსული საქონელი ჩვენს საზღვრებზე ჩერდება