მანჯგალაძე – არაფერია ანტიკონსტიტუციური იმაში, რომ ხალხი ითხოვს იმ მთავრობის გადადგომას, რომელმაც ხელი შეუშალა საქართველოს ისტორიული მისიის რეალიზებას – ევროპაში ინტეგრაციას

არაფერია ანტიკონსტიტუციური იმაში, რომ ხალხი ითხოვს იმ მთავრობის გადადგომას, რომელმაც ხელი შეუშალა საქართველოს ისტორიული მისიის რეალიზებას – ევროპაში ინტეგრაციას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ეტაპობრივად ხელისუფლების გადაბარებაზე უნდა იფიქროს.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ვუერთდებით ყველა მოთხოვნას. კარგია, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია ხალხის, უფრო მეტნი უნდა ვიყოთ, რომ მეტად შეეშინდეთ და ნელ- ნელა, ეტაპობრივად ხელისუფლების გადაბარებაზე იფიქრონ.

რაც შეეხება საკითხს, არის თუ არა კონსტიტუციური, რა თქმა უნდა, პროტესტიც და ხალხის მიერ მთავრობის გადადგომის მოთხოვნაც არის კონსტიტუციური, პარლამენტის მიერ ამის გაზიარება და დროებითი მთავრობის ფორმირებაც კონსტიტუციური იქნება. არაფერია ანტიკონსტიტუციური იმაში, რომ ხალხი ითხოვს იმ მთავრობის გადადგომას, რომელმაც ხელი შეუშალა საქართველოს ისტორიული მისიის რეალიზებას – ევროპაში ინტეგრაციას. ნებისმიერ ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი მთავრობა თავად გადადგებოდა, ყველანაირი აქციების გარეშე,“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიალიევი – თუ სომხეთი კვლავ დაიცავს თავის წინა ტაქტიკას საზღვრების დადგენისას, ინანებს – „რკინის მუშტი“ ადგილზეა, არავინ დაივიწყოს
შემდეგი სტატიაპრემიერი – „ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის – თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმისა და ევროპული პერსპექტივის მიღწევა მოახერხა