მანჯგალაძე – აქციის მოთხოვნებს მხარს ვუჭერ, მიშას დაბადების დღეზე არ მივდივარ

„თუ აქცია ტარდება მშვიდობიანად, არაძალადობრივად, ეს არის კონსტიტუციური უფლება და ყველა ტიპის აქციას მივესალმები. ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არის მიშას დაბადების დღე, მიშას დაბადების დღეზე ამ ფორმით მილოცვას არ ვაპირებ და არ წავალ, მაგრამ თუ ვიცი, რომ მთავარი საკითხები იქნება სამართლიანი არჩევნები და სამართლიანი სასამართლო მოთხოვნა იქნება და “ნაციონალური მოძრაობაც” ამბობს, რომ პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში, ასეთი აქციის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ეს არ არის პარტიული აქციები, არის უფრო საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ ჩატარებული აქცია და მე პირადად არანაირი წინააღმდეგობა არ მაქვს საღამოს გავიდე ასეთ აქციაზე, მით უმეტეს თუ მოთხოვნა არის სამართლიანი სასამართლო, სამართლიანი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური დევნის დასრულება. ამ მოთხოვნებს მხარს ვუჭერ, თუ ვინმე მეტყვის, რომ მივდივარ მიშას დაბადების დღეზე – არა, დაბადების დღეზე არ მივდივარ,”- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის” დღეს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.მისი თქმით, აქციების დემონიზების მომხრე არ არის.

banner
წინა სტატიაში„ლისი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის დახმარებით, 12 000 000 დოლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა
შემდეგი სტატიაგორის სამხედრო ჰოსპიტალის პერსონალმა მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღე ტორტით მიულოცა