მანჯგალაძე – აქცია კონსტიტუციური ფორმაა და არ შეიძლება მისი დემონიზება

ჩვენ თუ ვინმე თუნდაც სამ წინადადებიან გეგმას გვაჩვენებს, რომ პარლამენტის დატოვება რამენაირად მოემსახურება უფრო მეტი დემოკრატიისა და ხელისუფლების ცვლილებების ინტერესს, რა თქმა უნდა, პარლამენტს დავტოვებ, ამის პრობლემა არ მაქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

რაც შეეხება აქციებს, მანჯგალაძის თქმით, ეს კონსტიტუციური ფორმაა და არ შეიძლება მისი დემონიზება.

„აქციები მმართველობის ერთ-ერთი ფორმაა, როცა ხალხი ცდილობს, თავის ხმა ხელისუფლებას გააგონოს. ბუნებრივია, როცა საქართველოში არ გაქვს სამართლიანი სასამართლო და არჩევნები, ხალხს უფლება აქვს შეიკრიბოს, როგორც საჭიროდ ჩათვლის. იმისთვის, რომ ხალხის ხმა მოსმენილ იყოს ხელისუფლების მიერ, უნდა გამივიყენოთ ყველა საშუალება, მათ შორის, პარლამენტის ტრიბუნაც, აქციებიც, ყველა ფორმა, რომ ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, არ გაგრძელდეს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ეს არ არის პარტიული საკითხი, დამნაშავეც რომ იყოს მიხეილ სააკაშვილი იმაში, რასაც „ქართული ოცნება“ ედავება, ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელიც თვეზე მეტია შიმშილობს, იმსახურებს ყურადღებას, პატივისცემას და გაფრთხილებას მისი სიცოცხლის მიუხედავად დამოკიდებულებების. ამიტომ, ისტორიის წინაშე ყველა რომ მართლები ვიყოთ, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ამ აქციებზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაჟღერდეს მოთხოვნები, რადგან არ მინდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში ტრაგიკულად დაიღუპოს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების მეორე ტური – აშშ-ს საელჩოს განცხადება
შემდეგი სტატიაგეგელია – ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ შევავსოთ ფრაქცია და გავაგრძელოთ შრომა პარლამენტში