მანჯგალაძე ამნისტიაზე – ქრისტეც კი არ უშვებს, რომ თუ ადამიანი დანაშაულს არ აღიარებს, დავიწყებული და მიტევებული იყოს

ქრისტეც კი არ უშვებს, რომ თუ ადამიანი დანაშაულს არ აღიარებს, დავიწყებული და მიტევებული იყოს – “ქართული ოცნება” ამის გაკეთებას როგორ აპირებს, წარმოდგენა არ მაქვს , – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ 19-20 ივნისის მოვლენებზე, უმრავლესობის მიერ მომზადებულ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი ხელისუფლება “ამნისტიის შესახებ” წარმოდგენილი კანონპროექტის ვერსიის მიღებას აპირებს, ეს არ იქნება კონსესუსი, ურთიერთობას უფრო დაძაბავს და გაუცხოება უფრო მეტი იქნება.

“კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, რომ ამნისტირება მოხდეს ყველას და ყველაფრის”,- აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი – „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა მოთხოვნების უგულვებელყოფა თუ მოხდება, პროტესტიც გაგრძელდება
შემდეგი სტატიავოლსკი „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებზე – ამ აქციების ორგანიზატორებს კონსენსუსამდე მისვლის დიდი სურვილი არ გააჩნიათ