მანჯგალაძე – ახლა, ბიულეტენების გადათვლა მანიპულაციას ემსახურება

ახლა, გადათვლა ემსახურება მანიპულაციას და მაღალი რისკია, რომ შედეგები შეცვალონ, ამიტომაც ამას სჭირდება პროტესტი, ამას სჭირდება აქტიურობა, ახლა საქართველოში ნამდვილად დადგა ქმედებები დრო , – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„სანამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება, რომელიც ებღაუჭება ძალაუფლებას და არ გააჩნია პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე, იქნება არჩევნების მანიპულაცია. ახლა უკვე, როდესაც გარკვეული დრო გავიდა და მალევე არ მოხდა გადათვლა, ეს არის ძალიან დიდი რისკი გადათვლების იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი დრო გავიდა იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ თვითონ გადაეთვალა მალულად და შეეცვალა შედეგები და ჩვენ ვნახეთ ასეთი ფაქტი ზუგდიდში. ახლა, გადათვლა ემსახურება მანიპულაციას და მაღალი რისკია, რომ შედეგები შეცვალონ, ამიტომაც ამას სჭირდება პროტესტი, ამას სჭირდება აქტიურობა, ახლა საქართველოში ნამდვილად დადგა ქმედებები დრო.

ვიდრე ქვეყანაში აქციები იმართება პერსონალური ან პარტიული იდენტიფიცირებით, ძალიან ძნელია სხვა პარტიები ჩაერთონ ამაში. ჩვენ ჩვენს მომხრეებს არ ვუშლით ამ აქციებში მონაწილეობას.

მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობას რაც შეეხება – ვიდრე ქვეყანაში არ არის სასამართლო ყველა ადამიანი, ვინც იქნება დაკავებული პოლიტიკური ნიშნით, ჩაითვლება პოლიტპატიმრად“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ “ევროპული საქარველოს” მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიანორვეგიის ელჩი ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს