მანჯგალაძე – ადმინისტრაციული კოდექსში ცვლილებები არ არის ნატო-ს და ევროპის პრაქტიკა, ეს უნდა შეაჩეროს პრეზიდენტმა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თემაზე ისაუბრებენ.

მისივე თქმით, სურთ, ყველას დაანახონ, რომ ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები მიუღებელია.

„როგორც ვიცი, შეხვედრაზე ადმინისტრაციულ კოდექსში შესატან ცვლილებებზე იქნება საუბარი. ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც სამი მოსმენით მიღებულია, არ არის ნატო-ს და ევროპის პრაქტიკა, როცა სამოქალაქო აქტივისტებს რეპრესიული მეთოდებით აჩერებენ, ეს არის ბელორუსის და რუსეთის პრაქტიკა. ჩვენ გვინდა, რომ ნათლად ავუხსნათ ყველას, რომ ეს პრაქტიკა არ არის გზა ევროპისკენ, ეს არის ავტოკრატიისკენ გზა და ეს უნდა შეაჩეროს პრეზიდენტმა. ასე გაგრძელება, რომ სამოქალაქო აქტივისტებს რეპრესიული, დამსჯელი მექანიზმებით შევაჩერებთ, ეს არის უსამართლო და არ არის ევროპული პრაქტიკა. ამაზე ჩვენ ვეტყვით პრეზიდენტს ჩვენსავე პოზიციას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიხვიჩია პრეზიდენტზე – არ მგონია, ისე ერთობოდეს, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრა იყოს მისი მხიარულების საგანი
შემდეგი სტატიამთავრობას სირცხვილი, გაყიდეს საქართველო და ამას ვერ დავუშვებ – რიონში გაუჩინარებული აქტივისტის წერილი