მანჰეტენზე, რკინიგზის სადგურ „გრანდ სენტრალ ტერმინალში“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

მანჰეტენზე, რკინიგზის სადგურ „გრანდ სენტრალ ტერმინალში“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

მეტროპოლიტენის სატრანსპორტო სამსახურში განაცხადეს, რომ ტერმინალი, რომელსაც ყოველდღიურად დაახლოებით 750 000 ვიზიტორი ჰყავს, რამდენიმე საათის განმავლობაში დაკეტილი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის დროს პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, თუმცა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

banner
წინა სტატიაში„ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების ოჯახის წევრები ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ
შემდეგი სტატიაჯანმო-ს ხელმძღვანელი – ჯერ კიდევ არ გვაქვს კონტაქტი ჩვენს პერსონალთან და სამედიცინო დაწესებულებებთან ღაზაში – მე მათი უსაფრთხოება მაწუხებს