Mango-ს ტანსაცმლის ქსელის დამფუძნებელი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა

Mango-ს ტანსაცმლის ქსელის დამფუძნებელი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ისაკ ანდიკი კატალონიის მთებში ლაშქრობისას უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა, იუწყება El País. ის 71 წლის იყო.

ანდიკი მონსერატთან მდებარე მთიანეთში ხევში ჩავარდა.

ისაკ ანდიკმა და მისმა ძმამ ნაჩმანმა 1984 წელს გახსნეს ქალთა ტანსაცმლის პირველი მაღაზია Mango. ქსელი ამჟამად მოიცავს 2100-მდე მაღაზიას 110 ქვეყანაში. მისი და მისი ოჯახის ქონება ჟურნალმა Forbes-მა 4,5 მილიარდ დოლარად შეაფასა.

რუსეთში 2022 წლამდე ქსელის დაახლოებით 120 მაღაზია იყო. თავად კომპანიამ ბაზარი დატოვა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.

banner
წინა სტატიაში“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შეტანილი ცვლილებებით ადმინისტრაციული წესით დაკავების საფუძვლები გაფართოვდა” – ქურდოვანიძე
შემდეგი სტატიამანამდე, ვიდრე ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა უნდა იყოს აღიარებული და სრულად მხარდაჭერილი