მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, აკრძალული ნივთი, რომელიც ოზურგეთის #2 სკოლის მოსწავლეს აღმოუჩინეს, პნევმატური იარაღია

განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, აკრძალული ნივთი, რომელიც ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეს აღმოუჩინეს, პნევმატური იარაღია.

როგორც ჟურნალისტი ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსმა, შორენა ზედგინიძემ განუცხადა, მანდატურმა პირადი გასინჯვისას პნევმატური იარაღი მე-10 კლასელ მოსწავლეს აღმოუჩინა.

„როგორც იცით, მანდატურის სამსახურს გონივრული ეჭვის საფუძველზე მოსწავლეების პირადი გასინჯვის უფლება აქვს. ასეთი გასინჯვის დროს მე-10 კლასელ მოსწავლეს აღმოუჩინეს აკრძალული ნივთი. სავარაუდოდ, ეს არის პნევმატური იარაღი. მყისიერად მოხდა საპატრულო პოლიციის ინფორმირება და შემდგომი რეაგირებისთვის ნივთი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს გადაეცათ“, – განაცხადა შორენა ზედგინიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერპრესნიუსის“ მიერ განათლების სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში (სექტემბერი-დეკემბერი), მანდატურების მიერ პირადი გასინჯვისას,1242 სხვადასხვა დასახელების სკოლაში ამოღებულია 94 მაღალი რისკის აკრძალული ნივთი – დანა, კასტეტი, მჩხვლეტავი და ბლაგვი საგნები, ასევე აკრძალული ნივთები საახალწო პიტარდა, ბანქო, ალკოჰოლი, თამბაქო, სანთებელა, ელექტროშოკი, ელექტროსიგარეტი. სულ 2016 -17 სასწავლო წლის სექტემბრიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფერირებულია 4943 შემთხვევა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა
შემდეგი სტატია“ბახალა” საზოგადოებას, მხარდამჭერებს და სამოქალაქო სექტორს აქტიურობისკენ მოუწოდებს