მანდატური მეცა, ხელი მთელი ძალით მკრა და ქვის იატაკზე დამახეთქა… დალურჯებები მრავლდება და მრავლდება – მოქალაქე

მოქალაქე ნათია ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მანდატურის სამსახურის წარმომადგენელი ფიზიკურად დაუპირისპირდა – მისივე ცნობით, “მანდატურმა მთელი ძალით ხელი კრა და ქვის იატაკზე დაახეთქა”.

ნათია ჩიქოვანი წერს, რომ ფაქტს 50-მდე პოლიციელი შეესწრო, თუმცა არცერთ მათგანს რეაგირება არ მოუხდენია. მოქალაქე Facebook-ის პირად გვერდზე პოსტთან ერთად ფოტოსაც აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ რამხელა დალურჯება აღენიშნება მარჯვენა ფეხის ბარძაყზე.

უკვე გარეთ რომ ვიყავი გამოგდებული და ერთ-ერთ იქ მდგომ ზომბ პოლიციელს ვეუბნებოდი ცალ ფეხზე ფეხსაცმლის ჩაცმაც არ დამაცადეს ისე გამომაგდესთქო (მანამდე ბევრჯერ დავეცი ამ ღია ფეხსაცმლის გამო, ე.წ. პლათფორმა აქვს და ფეხი მიბრუნდებოდა თრევაში, რტყმაში, ჭყლეტვაში,) ამ დროს მეცა რომელიღაც მანდატური, მთელი ძალით მკრა ხელი, გამიზნულად, ძალით და ქვის იატაკზე დამახეთქა. ამას უყურა ალბათ 50-მა პოლიციელმა, რომლებიც არც კი შეტოკებულან…ცრემლები მომდიოდა თვალებიდან პოლიციელებს რომ ვუყურებდი ძირს დაგდებული და როგორ არ ინძრევითთქო ვეკითხებოდი.. არც ერთი არ განძრეულა…

ხო, ეს დალურჯებები სახლში მრავლდება და მრავლდება… ამ ფეხით დავასკდი ქვას და თავი ამიტომ არ დავარტყი…

ვერთ ერთმა მანდატურმა, ვერც მანამდე და ვერც მერე (ერთი გამოვიჭირე მერე გარეთ) ვერ მიპასუხა რომელი კანონის რომელი მუხლით გაგვყარეს სასამართლოდან და გვირტყეს კიდე ზემოდან. ვერ ვათქმევინე რა მიზეზით გამოგვყარეს! დანარჩენს ხვალ მოვყვები.” – წერს მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშიირანში აცხადებენ, რომ ისრაელის დარტყმების შედეგად მოკლულია შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი მოჰამედ ბაგერი
შემდეგი სტატიათიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება