“მანდარინების” მთავარი როლის შემსრულებელი ლემბიტ ულფსაკი გარდაიცვალა.ამის შესახებ ინფორმაციას რეჟისორი ზაზა ურუშაძე ავრცელებს.
“ძალიან დამწყდა გული, გარდაიცვალა მანდარინების მთავარი როლის შემსრულებელი, ჩემი უფროსი მეგობარი და არაჩვეულებრივი ადამიანი ლემბიტ ულფსაკი”, – წერს ურუშაძე სოციალურ ქსელში.
ლემბიტ ულფსაკი ფილმში ივოს როლს ასრულებს.