მანავში ავარიას 32 წლის ქალი ემსხვერპლა, დაშავდა 7 პირი

სოფელ მანავში მომხდარი ავარიის შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, თბილისის მიმართულებით მოძრავი “ჰონდა”-ს მარკის მანქანა მოცურდა. რის შედეგადაც ჯერ მსუბუქ მანქანას, შემდეგ კი მიკროავტობუსს შეეჯახა. 32 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა. დაშავდა 7 მგზავრი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშირუსეთს შეუძლია თვალი დახუჭოს ყირიმის დეოკუპაციაზე – ზელენსკი
შემდეგი სტატიაუკრაინაში ომი აჩვენებს, რომ ევროპის სტაბილურობა მიუღწეველია, თუ არ გავრცელდება მთელ კონტინენტზე, ლისაბონიდან თბილისამდე – ზურაბიშვილი