განათლების ექსპერტი, პროფესორი მანანა რატიანი მიიჩნევს, რომ 11-წლიან სწავლებაზე გადასვლა სასკოლო განათლების ხარისხს ვერ გააუმჯობესებს.
„პრობლემა არანაირად არ გადაიჭრება, თუკი სახელმწიფო 12-წლიანის ნაცვლად 11-წლიანს ხდის სწავლას. სწავლების ხარისხი ამით ვერანაირად ვერ გაუმჯობესდება. ამავდროულად, სწავლის ხარისხს ვერ გააუმჯობესებს მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორის შემოტანა, რადგან სწორედ ის მასწავლებლები, რომლებიც ვერ ასწავლიან და მათი მოსწავლეები იჭრებიან ეროვნულ გამოცდაზე, მე-11 კლასში, რეპეტიტორიუმში სწორედ იგივე მასწავლებლები დახვდებათ“, — აცხადებს მანანა რატიანი ტვ პირველთან.















