მანანა ნაჭყებია: ვერც ხვდებიან, რომ ეს იყო სერიოზული დარტყმა დემოკრატიაზე

“ვერც ხვდებიან, რომ ეს იყო სერიოზული დარტყმა დემოკრატიაზე,”- ასე ეხმაურება ახალი მემარჯვენეების წევრი მანანა ნაჭყებია ღარიბაშვილის გადადგომის ფაქტსა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან გუშინ და დღეს გაკეთებულ განცხადებებს.

“შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს სკანდალებს, ზედელაშვილთან, ჯანყარაშვილის კლანთან, თამაზაშვილების კლანთან და ა.შ. ამ ფაქტმა წარმოაჩინა საკონსტიტუციო კრიზისი. პარლამენტარები რომლებიც გუშინ აცხადებდნენ, რომ ეს დემოკრატიის გამარჯვებაა, ვერც ხვდებიან, რომ ბიძინა ივანიშვილს კი არ უნდა მიღო გადაწყვეტილება არამედ პარლამენტს, რომელიც ამტკიცებს და ართმევს მანდატს მთავრობას. ვერც ხვდებიან, რომ ეს იყო ყველაზე სერიოზული დარტყმა დემოკრატიისთვის. ეს არის არაფორმალური მმართველობა,”- აცხადებს მანანა ნაჭყებია.

banner
წინა სტატიაში25 გარდაცვლილი და 100 დაშავებული – ხანძარი საუდის არაბეთში
შემდეგი სტატიაუმრავლესობაში ადასტურებენ, რომ პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა აქტიურად განიხილება