მანანა კობახიძისა და ელისო კილაძის დაპირისპირება ,,არჩევანში”

“ბინძური, ამორალური, ” – ეს იმ სიტყვების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ, გაზეთ ქრონიკა პლიუსის რედაქტორის დახასიათებისთვის გამოიყენა.

დეპუტატის გაღიზიანება ელისო კილაძის კითხვამ გამოიწვია, თუ საიდან იცოდა მანანა კობახიძემ, დაასახელა თუ არა წყარო კილაძემ გამომძიებელთან საუბრის დროს.

“საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ მე დავუსახელე თუ არა გამოძიებას წყარო?” – განაცხადა ელისო კილაძემ.

“თქვენ პასუხს აგებთ, ქალბატონო ელისო, კილაძე ცრუ დასმენისთვის. ბინძური, ამორალური ქალბატონი ხართ! ასრულებთ დაკვეთებს. ძალიან ბრიყვულად იქცევით,” – განაცხადა მანანა კობახიძემ.

ელისო კილაძემ დეპუტატის განცხადებებს მოკლედ უპასუხა და განაცხადა, რომ მას არ აინტერესებს იმ ადამიანის აზრი და შეფასებები, რომელიც ნეპოტიზმით არის დაკავებული და პარალელურად ნარკორეალიზატორებს მფარველობს.

ელისო კილაძემ ასევე აღნიშნა, რომ მანანა კობახიძე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, სადაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დეპუტატი კობახიძე და ეკა ბესელია მწვავედ გააკრიტიკა.

https://youtu.be/KFX58kA8dK0

banner
წინა სტატიაში„ეს არის მცდელობა, რომ გამოძიება შეიყვანონ შეცდომაში და აურიონ თავგზა“
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი – პრეზიდენტს ეს მესიჯები საკუთარი თვალით აქვს ნანახი