მანანა კობახიძესთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას დღეიდან ადვოკატი დავით ლანჩავა უპასუხებს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ე.წ. შეწყალების საქმეს ეხება, დღეიდან კომენტარს ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის ადვოკატი დავით ლანჩავა გააკეთებს.
ამის შესახებ ლანჩავამ საქალაქო სასამართლოში ელისო კილაძის წინააღმდეგ სარჩელის შეტანამდე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, კობახიძეს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული საკითხები სამართლებრივ ჭრილში გადააქვს და შესაბამისად, ნებისმიერ საკითხზე შეკითხვებს თავად უპასუხებს.
“მანანა კობახიძემ ბევრი განცხადება გააკეთა პრესისთვის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ვინაიდან ეს საქმე სამართლებრივ ჭრილში გადაგვაქვს, ნებისმიერ შეკითხვას ამიერიდან მე ვუპასუხებ”, – განაცხადა დავით ლანჩავამ.
რაც შეეხება ელისო კილაძის წინააღმდეგ სარჩელს ადვოკატმა სამოქალაქო სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს, რომლითაც ჟურნალისტ ელისო კილაძეს ცილისწამებაში ადანაშაულებს და ითხოვს, რომ სასამართლომ კილაძეს დაავალოს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნება.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე: ნუ დაუჭერს მხარს უსამართლო და უკანონო განაჩენებზე ხელმომწერი მოსამართლეების უვადო დანიშვნას
შემდეგი სტატიაე.წ. კაბელების საქმეზე დღეს ვახტანგ კაპანაძეს დაკითხავენ