მანანა კობახიძე: ვეტოს არავითარი საფუძველი არ არსებობს

ინტერპარტიული ჯგუფის მოთხოვნას – საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გამოყენების შესახებ არ იზიარებს მანანა კობახიძე.

თუმცა, პარლამენტის ვიცე სპიკერი ამბობს, რომ ეს საბოლოოდ ოპოზიციური პარტიებისა და პრეზიდენტის გადასაწყვეტია და აქცენტს წინასაარჩევნოდ ვეტოს პროცედურებზე აკეთებს.

“ეს ცვლილებები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვეტოს არავითარი საფუძველი არ არსებობს. თუმცა, თუ პრეზიდენტი გამოიყენებს ამ უფლებას, მეორე საკითხია ამ ძალიან ვიწრო დროში ამ ძალიან მცირე პერიოდში არჩევნებამდე, რამდენად შეიძლება პარლამენტმა მოახერხოს შეკრება, ამ ვეტოს გაზიარება ან არგაზიარება. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ არ იმოქმედებს ეს კანონი, ბუნებრივია, იმოქმედებს ის ძველი რეგულაციები, რაც აქამდე იყო, ანუ ზოგადად არჩევნების ჩატარებას ნამდვილად არავითარი საფრთხე არ შეექმნება,” – აღნიშნავს მანანა კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიანდრეას მამიკინსი: ევროპარლამენტმა უნდა განახორციელოს საქართველოში არჩევნების წინ ვითარების მონიტორინგი
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას მიესალმება