მანანა კობახიძე: თუ პრეზიდენტი თვითონ ივლის კომისიის სხდომებზე, ესეც არ იქნება ცუდი

news
ავტ.: news ნოემბერი 2, 2016 18:52

მანანა კობახიძე: თუ პრეზიდენტი თვითონ ივლის კომისიის სხდომებზე, ესეც არ იქნება ცუდი

ვიცე-სპიკერი და “ქართული ოცნების” დეპუტატი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ არ იქნება ცუდი თუ პარლამენტში შექმნილ საკონსტიტუციო კომისიის სხდომებზე პრეზიდენტი თავად ივლის.

“ამ ყველაფერში შეიძლება ჩაერთოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. თუ პრეზიდენტი თვითონ ივლის კომისიის სხდომებზე, ესეც არ იქნება ცუდი, პირიქით. ამაში ჩართული იქნება ყველა კონსტიტუციური ორგანო, ხელისუფლების ყველა შტო და ყველა პირი, რომელსაც ზოგადად, შეხება აქვს კონსტიტუციურ წესრიგთან. სამუშაო ჯგუფი შეიძლება ბუნებრივია პრეზიდენტმა შექმნას, ეს მისი უფლებაა, ისევე როგორც შეიძლება ჯგუფი შექმნას სამოქალაქო საზოგადოებამ, ამის მაგალითებიც გვაქვს, მაგრამ ზოგადად, თუ შევხედავთ კონსტიტუციის გადასინჯვის წესს, ყველაზე ლეგიტიმური და სწორი იქნება პარლამენტის მიერ შეიქმნას შესაბამისი კომისია, სადაც ხელისუფლების ამა თუ იმ შტოს წარმომადგენელი იქნება უფლებამოსილი, რომ ამ პროცესის სრულყოფილი მონაწილე იყოს”, – განაცხადა მანანა კობახიძემ “კურიერის” პირდაპირ ეთერში.

news
ავტ.: news ნოემბერი 2, 2016 18:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,418
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics