მანანა კობახიძე: თომას მელიას განცხადება არის მისი პირადი მოსაზრება

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის თომას მელიას განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მანანა კობახიძე ეხმიანება და მისი თქმით,ეს არ არის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება.
,,რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავის პოზიცია, სახელმწიფო დეპარტამენტი თავის პოზიციას თავის ანგარიშებში აქვეყნებს იმ რეკომენდაციებს ვკითხულობთ და ვასრულებთ. ვფიქრობთ,რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის პირობებში იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება, იმის იქით პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული გადაწყვეტილება არ არის სწორი, სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება,”-განაცხადა კობახიძემ.
სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ზე საუბრისას ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობა და პლურალიზმი მთავარი ელემენტია “რუსთავი 2”-თან მიმართებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და აშშ-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის
შემდეგი სტატიაექსპერტ ლევან ჩაჩუას საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გაასაჯაროვა