მანანა კობახიძე: რუსეთის ბაზარი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას იმის შესახებ, რომ მათთვის მისაღებია საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები და მზად არიან გააგრძელონ და გააღრმავონ თანამშრომლობა საქართველოსთან ეკონომიკური კუთხით, თბილისში ეხმაურებიან.

ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების წევრი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის რუსეთი “დასაყრდენი” ძალა არ არის და არც იქნება.

“მოთაფლულ შემოთავაზებაზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული. ყველა საფრთხეები არის გაზომილი. რუსეთის ბაზარი მთავარი და არსებითი არ არის ჩვენთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ექსპორტი გაიზრდება, ეს გამოადგება ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ამაზე დამოკიდებულები არ უნდა ვიყოთ და არც ვართ,”- განაცხადა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრომ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის სამი მემორანდუმი გააფორმა
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ენმ-ში “მოთაფვლის” პოლიტიკად აფასებენ