მანანა კობახიძე – რუსეთიდან საფრთხეები მომდინარეობს და ეს ცხადია

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მანანა კობახიძის განცხადებით, რუსეთიდან საფრთხები მომდინარეობს და ის, რომ სწორედ რუსეთს აქვს საქართველოს 20% ოკუპირებული, ეს არის ცხადი.

კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თამაზ მეჭიაურის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აცხადებს, რომ “საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გარეშე არ მოხდება”.

კობახიძე აცხადებს, რომ დეპუტატს უფლება აქვს, საკუთარი აზრი ჰქონდეს.

„რუსეთიდან საფრთხები მომდინარეობს და ის, რომ სწორედ რუსეთს აქვს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული, ესა არის ცხადი. ის, რომ დეპუტატი ხედავს ამ საფრთხეს და ყველა ხედავს ამ საფრთხეს ეს ფაქტია. მეორეა, რომ ეს წვრთნები არც ერთი სახელმწიფოს და მათ შორის, არც რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ეს არის მკაფიო გზავნილი, რომელსაც ხელისუფლება აკეთებს. დეპუტატს უფლება აქვს, თავისი აზრი ჰქონდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში წარუდგინა
შემდეგი სტატია„ცალკეული დეპუტატის აზრი ჩვენი ქვეყნის არჩევანზე ვერ მოახდენს გავლენას,”- ირაკლი სესიაშვილი მეჭიაურზე