მანანა კობახიძე: რატომ ირჯება ასე ელისაშვილი და რატომ ითხოვს ისტერიულად ადამიანების ციხეში ჩასმას

პარლამენტის ვიცე- სპიკერის განცხადებით, ალეკო ელისაშვილს თავად არ აწყობდა სმს-ების გამოქვეყნება, სწორედ იმიტომ რომ ის ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენებდა თავს, გამომდინარე იქიდან, რომ არავითარი დანაშაულის შემცველი ეს გზავნილი არ ყოფილა,

„ამის გათვალისწინებით, მისი განცხადებები იქნებოდა აშკარად ცილისწამება. ის მიზანმიმართულად ცილს გვწამებს მე და ჩემს კოლეგას კითხვის ნიშნები ახლა ჩვენ გვაქვს ალეკო აელისაშვილთან, რატომ არის ამ ბინძურ კამპანიაში ჩარტული, ვინ ავალებს ამ ყველაფერს, რატომ ირჯება ასე და რატომ ითხოვს ისტერიულად ადამიანების ციხეში ჩასმას.“- განაცხადა მანანა კობახიძემ.

კობახიძეს აინტერესებს, როდესაც უამრავი საშუალება არსებობს დღეს, რატომ არ შეინახა ელისაშვილმა ასეთი „მნიშვნელოვანი“ სმს-ები. „დღეს როდესაც 21-ე საუკუნეში უამრავი საშუალება არსებობს შეინახო ეს მტკიცებულება, გადაამრავლო, დაასკანერო, ფოტოსურათი გადაუღო, ექსპერტიზაც ჩაუტარო და აჩვენო საზოგადოებას და აღარ იყო დამოკიდებული თუნდაც იმ პროკურატურაზე, რომელსაც ის არ ენდობა, რატომ არ გააკეთა მან ეს, ყველაფერი არის ისევ მის წინააღმდეგ და მას როგორც ჩანს უჭირს საკუთარ თავთან იმ შეცდომების გამო შეგუება, რომელიც მან დაუშვა, იმიტომ რომ ალბათ ის არ ფიქრობდა რომ მის ასეთ განცხადებებზე პროკურატურა სერიოზულ გამოძიებას დაიწყებდა, რადგან მისი არცერთი ნათქვამი რეალურად ვერ მტკიცდება,არ მტკიცდება იმიტომ რომ ბუნებაში არ არსებობს დანაშაული.“ – აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ჩხარტიშვილი (მაცაცო) პროკურატურაში პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოებზე იკითხება
შემდეგი სტატიაივანიშვილს ციხისძირიდან ხეები ვერ გადააქვს – გემი ქვიშაში ჩაეფლო