მანანა კობახიძე: „ქართულ ოცნებას“ ნორჩი „ლენინელები“ და „სტალინელები“ არ ჰყავს

,,ქართულ ოცნება, დემოკრატიულ საქართველოს“ ნორჩი „ლენინელები“ და „სტალინელები“ არ ჰყავს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მანან კობახიძემ განაცხადა, დავით უსუფაშვილმა უნდა დააკონკრეტოს ვის გულისხმობდა თავის განცხადებაში.

“ქართულ ოცნება დემოკრატიულ საქართველოში“ ნორჩი ლენინელები და სტალინელები არ არიან “ძალიან მკაფოდ შემიძლია ვთქვა, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა დავით უსუფაშვილისადმი, “ქართულ ოცნება, დემოკრატიულ საქართველოს“ ნორჩი ლენინელები და სტალინელები არ ჰყავს. ვის გულისხმობდა დავით უსუფაშვილი, ალბათ უნდა დააკონკრეტოს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას არავითარი დაბრკოლება არ ექნება ვიზალიბერალიზაციაზე და ძალიან ურყევი, ძალიან მკაფიაო მხარდაჭერა აქვს ჩვენს ქვეყანას ევროპარლამენტის და კონკრეტული დეპუტატების. სახალხო პარტიიდან ინდივიდულაური განცხადებები, ნამდვილად ვერ მოახდენს გავლენას ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე რომელსაც უმრვალესობით მიიღებენ ძალიან მალე ევროპარლამენტში“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ვიზალიბერალიზაციის პროცესში გასათვალისწინებელ “სამ მცირე“ პრობლემაზე ბრიუსელში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. ასეთ პრობლემებად უსუფაშვილმა გეოპილიტიკური ვითარება, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელთა მცდელობები და “ქართული ოცნების” ზოგიერთი წევრის, “არცთუ ნორჩი ლენინელებისა და სტალინელების” განცხადებები დაასახელა.

“ბევრია გასაკეთებელი, რათა ყველამ მკაფიოდ დაინახოს, რომ „ქართული ოცნების“ ზოგიერთი, არცთუ ნორჩი „ლენინელების“ და „სტალინელების“ განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის პოზიციას”,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშირუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო პროცესი 13 მაისს განახლდება
შემდეგი სტატიასახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს