მანანა კობახიძე: პრეზიდენტს ცოტა მეტი დოზა ჰქონდა ალკოჰოლის მიღებული

rezonansi

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პრეზიდენტის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება და აცხადებს, რომ მარგველაშვილი შესაძლოა პრესკონფერენციაზე ზედმეტი ალკოჰოლის ზემოქმედების დროს იმყოფებოდა. ეს განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბროს დროს გააკეთა.

„დაიწყო პაპუაშვილით, გააგრძელა კორცხელით, დაამთავრა თავისი ნათესავით. მე გამიჩნდა განცდა, რომ ცოტა მეტი დოზა ჰქონდა ალკოჰოლის მიღებული. მე ასეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა, უბრალოდ არ ვთქვი ეს ეკრანზე. პირველი რაც ვიფიქრე ზოგადად უყვარს ძლიერი სპირტიანი სასმელები, ძალიან უყვარს ვისკი, მარტინი და ვფიქრობ, რომ ცოტა დიდი დოზა ჰქონდა მიღებული. ეს ღიმილი – თუ ზეწოლებია, არაფორმალური კავშირებია და ქვეყანა იქცევა, შენ რა გაცინებს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ. ამიტომ როცა პრეზიდენტი ბრიფინგს მართავს რაღაც ღირებული უნდა თქვას, მე დღეს პრეზიდენტმა დამაბნია,“-აცხადებს მანანა კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიპრემიერს პრეზიდეტის ოჯახის წევრის სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზე ინფორმაცია ჰქონდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი პაპუაშვილზე: მეჩვენება, რომ საქმე გვაქვს ინსტიტუციების დისკრედიტაციასთან