მანანა კობახიძე: პრეზიდენტი თავად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ გადაწყვეტილებებზე

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ ქორწინებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიცია ცნობილია.

როგორც კობახიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით შევიდა პარლამენტში კონსტიტუციური კანონპროექტი.

„ჩვენ აუცილებლად მოვალთ დამაჯერებელი უმრავლესობით, რათა შევძლოთ კონსტიტუციური კვორუმი მობილიზება ამ საკითხთან დაკავშირებით“,-აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს გადაწყვტილებას, რომ კონსტიტუციაში ქორწინების ცნების განსაზღვის შესახებ რეფერნდუმი არ ჩატრდება, როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტი თავად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ გადაწყვეტილებებზე.

banner
წინა სტატიაშირიოს სანაპიროზე ბელგიელი ძიუდოისტი ცემეს
შემდეგი სტატიაიან კელი: ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური ზეწოლისგან