მანანა კობახიძე : პაპუაშვილმა დაკარგა სახე და გვევლინება, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ სახე

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

საკონსტიტუციო სასამართლომ პირველ რიგში ფუნქციონირება უნდა გააგრძელოს კანონის ჩარჩოებში. საკონსტიტუციო სასამართლო და მისი ყველა მოსამართლე არავის წინაშეა ვალდებული, გარდა კონსტიტუციისა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ, მოსამართლეების მხრიდან დადასტურება არ მოჰყოლია.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, გიორგი პაპუაშვილი მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკუთარ განცხადებებს. კობახიძის თქმით, პაპუაშვილი კონკრეტული ძალის დავალებებს ასრულებს.

„მოსამართლეებს აქვთ იმისი კვალიფიკაცია, გააგრძელინ უფლებამოსილება ყოველგვარი ზეწოლების გარეშე. თუ ვინმე ახდენს ზეწოლას, ჩანს, რომ ალბათ ეს თავად პაპუაშვილია. მე ვფიქრობ, რომ ის მოქმედებს არა დამოუკიდებლად, არამედ გადაიქცა კონკრეტული პოლიტიკური ძალის დავალებების შემსრულებლად. მან დაკარგა სახე და გვევლინება, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. ვიმედოვნებ, დაიძლევა ეს პრობლემა. საკონსტიტუციო სასამართლოს სისტემის დანგრევა შედის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ, რადგან მოსამართლეები დამოუკიდებლად მოქმედებენ“,- განაცხადა მანანა კობახიძე.

banner
წინა სტატიაში“თელასი” საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ობიექტების მშენებლობის ფაქტების აღკვეთას ითხოვს
შემდეგი სტატიათიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა განახლებული გზით ისარგებლებს