მანანა კობახიძე: “ნაციონალური მოძრაობა” ამ ქვეყნის წარსულია

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მანანა კობახიძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” არის ამ ქვეყნის წარსული და მათ გავლენის არანაირი ბერკეტი აღარ აქვთ.

მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” საზოგადოებაში, შედეგის მომტანი არავითარი მხარდაჭერა არ აქვს.

“ყოველ მორიგ არჩევნებზე კარგავენ ამომრჩეველს, მათ წელს არჩევნებზე 400 000-ზე ნაკლები ამომრჩეველი ჰყავთ. ის მითი, რომ თითქოს იმატებს მათი მხარდამჭერების რაოდენობა, ტყუილია.

მათ არ აქვთ რესურსი დარჩენილი და არიან ამ ქვეყნის წარსული. ისინი პარლამენტში ვერანირ “ამინდს ვერ შექმნიან” და ვერც ხელს შეუშლიან იმ რეოფრმებს, რომელსაც გავაგრძელებთ.

არავითარი ძალა იმის, რომ ქვეყნის ინტერესები დააზარალონ, არ შესწევთ”, – განაცხადა კობახიძემ გადაცემა “პრიორიტეტში”.

banner
წინა სტატიაშივიქტორ იუშჩენკო: მე პატივს ვცემ ქართველი ხალხის არჩევანს
შემდეგი სტატიაგერმანული კომპანია Deutsche Bahn ირანში საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვებს იწყებს