მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ თამაზ მეჭიაური ახმოვანებს თავის პოზიციას

თამაზ მეჭიაური ახმოვანებს თავის პოზიციას, მაგრამ ეს აზრი შეიძლება სხვასაც გააჩნდეს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებას იმის შესახებ, რომ თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ ისინი, ვიზეც მაკომპრომეტირებელი მასალები არსებობს.
ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, გაახმოვანა თუ არა მეჭიაურმა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის პოზიცია.
“ბატონი ბიძინა იყო კოალიციის ლიდერი. მისი შექმნილია ეს გუნდი, მისი დაფუძნებული პარტიის წევრია ბატონი თამაზ მეჭიაური და თუკი გარკვეულ შემთხვევებში ჩვენ მის აზრს ვემხრობით და ვეთანხმებით, ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა ამ შემთხვევაში ბატონი თამაზი ახმოვანებს თავის პოზიციას, მაგრამ ეს აზრი შეიძლება სხვასაც გააჩნდეს, მე სხვისგანაც მომისმენია”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიშავი ზღვის სანაპიროზე დელფინების გამორიყვის შემთხვევები დაფიქსირდა – სპეციალისტები ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებენ
შემდეგი სტატიაბრიუსელის შერბეკის რაიონში სპეცოპერაცია მიმდინარეობს