მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის განცხადებებს კონკრეტული პოლიტიკური მიზანი აქვს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს.

როგორც მანანა კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტი მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს განცხადებებს.

„არ ვიცი, რა ზეწოლებზე საუბრობს გიორგი მარგველაშვილი, თუ რაიმე ხელთ აქვთ და საუბარია კონკრეტულ ფაქტებზე, იქნება ეს პრეზიდენტი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თუ მოსამართლე, მტკიცებულება და სამხილი უნდა გადასცენ იმ ორგანოს, ვისაც ევალება დანაშაულის გამოძიება. ეს არის პროკურატურა“,-აღნიშნა მანანა კობახიძემ.

მისივე თქმით, პრეზიდეტმა უნდა დააკონკრეტოს, რას გულისხმობს, რა ფაქტებზე, რა ზეწოლაზე, რა არაფორმალურ ურთიერთობებზე საუბრობს.

„ჩემი აზრით, ეს არ იყო პასუხისმგებლობით გაკეთებული განცხადება. მე მგონი, რომ ამას პოლიტიკური მიზანი აქვს, ის ყოველთვის ისვრის გარკვეულ ბრალდებებს ხელისუფლების მიმართ, თუმცა შედმეგ არ ხდება დაკონკრეტება. როდესაც მედიას ეძახი, რაიმე რეალური ფაქტი უნდა გადასცე და არა – ზოგადი ინფორმაცია. ეს არის არასერიოზული განცხადება პრეზიდენტის მხრიდან. ან რატომ საუბრობს ახლა, თუ საუბარია, რომ შემთხვევა ერთი თვის წინ მოხდა. ფაქტია, რომ რაღაც პოლიტიკური მიზნები აქვს. ეტყობა, პრეზიდენტს სურს, ასეთი განცხადებებით რაღაც ქარიშხალი შექმნას“,-აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

banner
წინა სტატიაშიალექსი პეტრიაშვილი: ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან სერიოზულ სახელმწიფოებრივ სკანდალთან
შემდეგი სტატიაპრემიერს პრეზიდეტის ოჯახის წევრის სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზე ინფორმაცია ჰქონდა