მანანა კობახიძე: გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი იყო

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

„ქართული ოცნების“ წევრი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი იყო. მისივე თქმით, გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი და ყველაფერს პასუხს პროკურატურა და სასამართლო გასცემს.

„სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტი მოხდა, მაგრამ ხელისუფლებისგან მე ვფიქრობ, ძალიან ადეკვატური პასუხი იქნა გაცემული და ყველას რა თქმა უნდა მოეთხოვება პასუხი იმაზე, რაც მოხდა. ეს არის სწორედ ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი, ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს და ბოლომდე იქნება მიყვანილი ეს გამოძიება. ვის რა შეხება ჰქონდა, ვინ იყო დამკვეთი, ვის ინტერებში შედიოდა, – ამას ყველაფერს პასუხს გასცემს პროკურატურა და შემდეგ სასამართლო“,- განაცხადა ჟურნალისტებთან მანანა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: საკონსტიტუციო უმრავლესობა საზოგადოებისგან გამოხატული მტკიცე მხარდაჭერის შედეგია
შემდეგი სტატიამორიგი ვიდეომასალა სოხუმიდან