მანანა კობახიძე: ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ჩვენი ვალდებულებაა

news
ავტ.: news ივნისი 21, 2016 18:01

მანანა კობახიძე: ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ჩვენი ვალდებულებაა

ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ჩვენი ვალდებულებაა, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მანანა კოახიძემ სტრასბურგში, ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ქართველი ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლებამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და ვანო მერაბიშვილის საქმეზე დაიწყო გამოძიება.

„ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ჩვენი ვალდებულებაა. სადამდე მივა გამოძიება, უნდა დაველოდოთ. ჯერ ვინმეს დასჯაზე საუბარი რთული და ნაადრევია. უნდა გაირკვეს, რა ფაქტთან გვქონდა საქმე და რა თქმა უნდა შედეგები დაიდება. ესეც აბსოლუტურად ადეკვატური რეაგირებაა ქვეყნის მხრიდან”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანასთან საქართველოს მთავრმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

”ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ საკნიდან მაშინდელი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დავალებით გაიყვანეს, გაყვანის მიზეზი კი, გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის საქმეებზე ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ.

ეს ეპიზოდი ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილებაშიც მოხვდა.

news
ავტ.: news ივნისი 21, 2016 18:01