მანანა კობახიძე: ეს სამარცხვინო კამპანია წამოიწყო იმ მიზნით, რომ პარლამენტში ადგილი დამიკვიდროს

პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებით, ალეკო ელისაშვილის მიზანია, საპარლამენტო სიაში მოხვდეს, თუნდაც “ნაციონალურ მოძრობასთან” ან “თავისუფალ დემოკრატებთან” ერთად.

როგორც კობახიძემ ალეკო ელისაშვილის და “თავისუფალ დემოკრატების” შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, მისი ქმედებები არასერიოზულია, რადგან როდესაც ის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მოიწვიეს, მან შეთავაზებაზე უარი თქვა.

კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ პროკურატურა ყველა კითხვას პასუხს გასცემს და ცილისმწამებლები დაისჯებიან.

“არასერიოზულია მისი ქმედებები, როცა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მოიწვიეს ოფიციალურად პოლიტპატიმრებმა, მან უარი თქვა, ახლა როცა “თავისუფალმა დემოკრატებმა” მოიწვიეს, მოვიდა. ჩემთანაც მოვიდეს, მეც რომ შემხვდეს არ უნდა?! რამე კითხვა არ აქვს ჩემთან?! არ აინტერესებს არაფერი?! მაგრამ მას „თავისუფალ დემოკრატებთან“, როგორც ჩანს, პოლიტიკური მიზნები აერთიანებს, ბატონი ელისაშვილის პოლიტიკური დღის წესრიგი ძალიან ნათელია, პირდაპირ მას უნდა სიაში მოხვედრა, ეტყობა „თავისუფალ დემოკრატებთან“ ან შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ან სხვასთან. ამ კაცმა, ეს სამარცხვინო კამპანია წამოიწყო ერთადერთი მიზნით, რომ სადღაც ადგილი ამ შენობაში, პარლამენტში დაიმკვიდროს, სხვა გზებითაც შეიძლება ამ დარბაზში შემოსვლა, არა ასეთი პროვოკაციებით და ტალახის სროლით და სამარცხვინო კამპანიით. იმედი მაქვს, ამ ვაგხანალიას დაასრულებს პროკურატურა. იმედი მაქვს, რაღაც დასკვნას დადებს და ცილისმწამებლებს ამ ქვეყანაში პასუხი გაეცემათ”, – განაცხდა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა წინადადებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს
შემდეგი სტატიაიორდანიის მეფე: იძულებული გავხდებით ლტოლვილები არ მივიღოთ