მანანა კობახიძე ელისო კილაძეს სასამართლოში ხვალ უჩივლებს

news
ავტ.: news დეკემბერი 21, 2015 21:04

მანანა კობახიძე ელისო კილაძეს სასამართლოში ხვალ უჩივლებს

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე ხვალ გაზეთ ქრონიკა+ს და მის მთავარ რედაქტორს ელისო კილაძეს სასამართლოში უჩივლებს. კობახიძის ინტერესებს ადვოკატი დავით ლანჩავა დაიცავს.

“სარჩელის მიზანია დამტკიცდეს, რომ ქრონიკა +-ის მიერ საჯარო პირის, მანანა კობახიძის წინააღმდეგ გავრცელდა პატივისა და ღირსების შემლახველი, არასწორი, შეგნებული ცილისწამება, რომელიც მიმართული იყო მისი დისკრედიტაციისკენ საზოგადოების თვალში,”- ნათქვამია მანანა კობახიძის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხეს დაეკისრება სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნების ვალდებულება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

news
ავტ.: news დეკემბერი 21, 2015 21:04