მანანა კობახიძე: აუცილებელი არ არის პრეზიდენტი ყრილობას ესწრებოდეს

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს „ქართული ოცნების“ პარტიულ ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევი ჯერჯერობით არ მიუღია. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის დასწრება ყრილობაზე აუცილებელი არ არის:

“პარტიის გადასაწყვეტია, შესაძლებელია არც იყოს. აუცილებელია პრეზიდენტი ჩვენს ყრილობას ესწრებოდეს? მე არ ვფიქრობ რომ ეს არის აუცილებელი, ეს ყოველ შემთხვევაში არც პრეზიდენტს დააკლებს რამეს და არც ჩვენ მოგვიმატებს რამეს“ – აღნიშნა მანანა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავებული ცხრა ადამიანი გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიადოლიძე, ბადურაშვილი, ბერიკაშვილი, შენგელაია… – “ოცნების” ყრილობაზე ინტელიგენციაც მიიწვიეს