6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

მანანა კობახიძე: არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მანანა კობახიძე თანამდებობის დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას სწორად მიიჩნევს და განმარტავს, რომ ნაბიჯი სრულიად დამოუკიდებლად გადადგა.

„რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში კობახიძემ აღნიშნა, რომ შეფასებებსა და კრიტიკას პასუხს არ გასცემს.

„სპეკულაციებისთვის ყოველთვის არის სივრცე. მოვისმინე ათასგვარი კომენტარი და ვფიქრობ, არ უნდა ვუპასუხო მათ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყოფილი მოსამართლე ვარ, ჩემი პროფესიული ეთიკა მაინც მავალდებულებს, ამ თემაზე ამის იქით აღარ ვისაუბრო. ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ჩემი გადადგმული პირადი, დამოუკიდებელი ნაბიჯი და არაფერი მეტი. მე მგონია, რომ სწორი ვიყავი“, — განაცხადა მან.

მანანა კობახიძემ უახლოეს სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადვოკატთა ასოციაციის წევრობის აღდგენასა და საადვოკატო საქმიანობაში დაბრუნებას გეგმავს.

„ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი ვარ… ბევრი ვიშრომე, ბევრი ვიბრძოლე, ძალიან დიდი ენერგია ჩავდე და არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად იურისტობაც დასრულდეს. შესაბამისად, აუცილებლად აღვიდგენ ასოციაციის წევრობას, ჯერჯერობით — როგორც დამოუკიდებელი ადვოკატი“, — დასძინა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი თამარ ბაგრატიონის შესახებ დაწერილი პოსტის გამო, სასამართლოში დაიბარეს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: სერიოზული და ძალიან მძიმე განცხადებაა მორჩილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისთვის