მანანა კობაძიძე – მე არ ვიცი რატომ აკრიტიკებენ შს მინისტრს, რა არ მოეწონათ?

rezonansi

ცხადია, პოლიციელის საქმიანობა ნამდვილად უნდა იყოს დაფასებული და პოლიციელის მუნდირი უნდა იყოს დაცული, – ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე- სპიკერი მანანა კობახიძე შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გიორგი მღებრიშვილი პოლიციელებზე საუბრისას სწორი იყო და მის მიმართ გამოთქმული კრიტიკაც უსაფუძვლოა.

,,ის, რომ პოლიციელის საქმიანობა ნამდვილად უნდა იყოს დაფასებული და პოლიციელის მუნდირი უნდა იყოს დაცული, ეს ცხადია. არ შეიძლება ამ პროფესიის დისკრედიტაცია . ეს ყველაფერი ახლავს იმას, რომ დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი. რომ ნებისმიერი გამოვლენა ძალადობის თუ სხვა ტიპის დანაშაული, უნდა იყოს სწრაფად გამოვლენილი. პოლიციელი ვალდებულია დროულად აღკვეთოს დანაშაული და სწორედ ჩვენ გვჭირდება ეფექტური პოლიციელი რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს მაღალ დონეზე. ამაზეა საუბარი, მე არ ვიცი რატომ აკრიტიკებენ შინაგან საქმეთა მინისტრს, რა არ მოეწონათ?“-განაცხადა მანანა კობახიძემ.

„რესპუბლიკელი“ დეპუტატი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ შს სამინისტრო არაადეკვატურია მოვლენების მიმართ. როგორც კორძაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იმის ნაცვლად, რომ მინისტრმა ადამიანების დაცვაზე ისაუბროს, ის პოლიციელების მუნდირის დაცვაზე საუბრობს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
შემდეგი სტატია„რედისონში“ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს