“შევთანხმდით, გავაგრძელოთ ევროპაში ნამდვილი ლიდერების ძებნა, რომლებიც მომავალ კვირას თბილისში წასვლას, საქართველოს პრეზიდენტის გვერდით დგომას და მებრძოლ ქართველთან ერთად ყოფნას შეძლებენ”, – წერს სოციალურ ქსელში ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი.
“ყველაფერი ნამდვილი ლიდერობის შესახებ
მაშინ, როცა ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა დღეს უღრუბლო და მშვიდ დასვენების დღეს ატარებს, “გაერთიანებული უკრაინის” (United for Ukraine – U4U) საპარლამენტო ინიციატივის ფარგლებში, რასა იუკნევიჩიენესა და ჩემი ინიციატივით, ევროპის 15 დედაქალაქისა და NATO-ს წევრი ქვეყნების პარლამენტარები, ევროპარლამენტის წევრები და საერთო ჯამში 36 ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი და თავისუფლებისთვის მებრძოლი ვაშინგტონიდან, ბერლინიდან, პარიზიდან, რომიდან, მადრიდიდან, სტოკჰოლმიდან, ჰელსინკიდან, ვარშავიდან, პრაღიდან, ვენიდან, ტალინიდან, რიგიდან, ვილნიუსიდან, კიევიდან, თბილისიდან და ბრიუსელიდან შევიკრიბეთ.
ჩვენ განვიხილავდით, როგორ შევინარჩუნოთ თავისუფლება საქართველოში და როგორ არ დავუთმოთ ქვეყანა მოსკოვს. ჩვენ მხოლოდ ერთი კვირა დაგვრჩა დიდი დღესასწაულამდე, როცა კრემლი და ბიძინა გამოიყენებენ საშობაო სიცივესა და ძილს, რათა კავკასიაში საბოლოოდ ჩაახშონ თავისუფლება და დემოკრატია.
გადაწყვეტილებები და გეგმა:
შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ევროპის რეალური ლიდერების მოძებნას, რომლებიც შემდეგ კვირას თბილისში ჩავლენ, საქართველოს პრეზიდენტის გვერდით დადგებიან და მებრძოლ ქართველებთან ერთად იქნებიან. სამწუხაროდ, დაუკანტოს მოედნიდან ასეთი ლიდერობა არ ჩანს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეალურ ლიდერობას ევროპული დედაქალაქებიდან ვიხილავთ.
ყველამ ერთხმად დავეთანხმეთ, რომ არ ვაღიარებთ არც ფეიკ პარლამენტს და არც ბიძინას “კონსტრუქციულ” პრეზიდენტობას. მოვითხოვთ ახალ არჩევნებს. ასევე, შევთანხმდით, რომ ევროკავშირის სანქციები უნდა დაწესდეს ბიძინასა და მის შთამომავლებზე ჩვენს დედაქალაქებში. თუ ბიძინას მეგობრები სანქციებს დაბლოკავენ, მაშინ ყველა ქვეყანაში, მათ შორის პარიზსა და ვაშინგტონში, სადაც ეს ყველაზე მტკივნეული იქნება, უნდა შევიდეს ყველაზე ღრმა სანქციები.
საქართველოს მხარდაჭერა
მანამდე, ვიდრე ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა უნდა იყოს აღიარებული და სრულად მხარდაჭერილი.
აშშ-ის მხარდაჭერა
ის, ვინც ფიქრობს, რომ რესპუბლიკური ადმინისტრაცია ბიძინას მხარს დაუჭერს, ვურჩევ, წაიკითხონ ყოფილი სენატორის, ჯონ მაკკეინის შვილის სტატია საქართველოზე.
შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას ვაშინგტონში, სადაც “გაერთიანებული უკრაინის” რვა წევრთან ერთად ვიქნები, დავაყენებთ არა მხოლოდ ჩვენი უსაფრთხოების, უკრაინის გამარჯვების, არამედ საქართველოს თავისუფლების საკითხსაც”, – წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.