მანამდე გაგრძელდება ჩვენი ყველა ლეგიტიმური მცდელობა , სანამ ივანიშვილი და მისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვა არ შეიგნებს, რომ შეუძლებელია არსებული ვითარების შენარჩუნება და უნდა წავიდეს არჩევნებზე – ბოკერია
მნიშვნელოვანი
- მანამდე გაგრძელდება ჩვენი ყველა ლეგიტიმური მცდელობა , სანამ ივანიშვილი და მისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვა არ შეიგნებს, რომ შეუძლებელია არსებული ვითარების შენარჩუნება და უნდა წავიდეს არჩევნებზე - ბოკერია
სხვა სტატიები
- “ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია”-ქართულ პოლიტიკაში მალე რამდენიმე ახალი მოთამაშე გამოჩნდება
- როუზ გოტემოლერი – საქართველოს ნატო-ში ძლიერი მხარდამჭერები ჰყავს, მაგრამ არიან ქვეყნები, რომელთა დარწმუნებაც აუცილებელია
- კარასინის განცხადებაში ახალი არაფერია, რუსეთი მრავალი წელიწადია ცდილობს დაგვემუქროს
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციის ლეგიტიმური პროტესტი, მათ შორის მოლაპარაკებები, გაგრძელდება მანამ, სანამ ივანიშვილის და მისი პოლიტიკური კლოუნების გარემოცვა არ შეიგნებს, რომ შეუძლებელია არსებული ვითარების შენარჩუნება და საჭიროა არჩევნები.
„ოპოზიცია არ აპირებს მოლაპარაკებების შეწყვეტას, ოპოზიცია აპირებს პროტესტის გაგრძელებას და განახლებას შესაბამის მომენტებში, ეს პროტესტი მხოლოდ გაიზრდება რაც დრო გავა და იქნება განგრძობითი, პარალელურად, ყველა შესაძლებლობას მოლაპარაკების, მანამ სანამ ივანიშვილი და მისი პოლიტიკური არარაობების და კლოუნების გარემოცვა არ შეიგნებს, რომ შეუძლებელია არსებული ვითარების შენარჩუნება და უნდა წავიდეს არჩევნებზე, გნებავთ პლებისციტის გზით, გნებავთ პირდაპირ, კითხვით ხალხისთვის, რომ უნდა ჩატარდეს თუ არა არჩევნები და რათქმაუნდა, საარჩევნო რეფორმა, მანამდე გაგრძელდება ჩვენი ყველა ლეგიტიმური მცდელობა და მოლაპარაკებები ერთ-ერთი ლეგიტიმური მეთოდია.“ – განაცხადა ბოკერიამ.