25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

“მან წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში”- ირაკლი კობახიძე ბადრი ვადაჭკორიაზე

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ფოტოგრაფის ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო.

კობახიძე უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ფოტოგრაფის ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო.

ბადრი ვადაჭკორიამ თავისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობით წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში. მის ობიექტივში მოხვედრილი არაერთი მნიშვნელოვანი კადრი ქართული ფოტომატიანის განუყოფელ ნაწილად დარჩება.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ
შემდეგი სტატია“რომელი ევროპული ფასეულობები? მე ვარ ევროპული ფასეულობა!” — ლალი მოროშკინა