MAN-ის ავტობუსები ვარკეთილისა და მოსკოვის გამზირის მიმართულებითაც იმოძრავებენ

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეიდან №39 ავტობუსის მგზავრებს ახალი, MAN-ის კომფორტული, CNG ძრავაზე მომუშავე, ადაპტირებული ავტობუსები მოემსახურებიან.

№39 მარშრუტზე ავტობუსები ვარკეთილის IV მ/რ -დან მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრაობენ.

“თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2017 წელს ავტოპარკის განახლების ფარგლებში შეისყიდა 143 ახალი დიდი მოცულობის MAN-ის ავტობუსები, რომელთა მომსახურებისა და ტექნიკური გამართვისთვის აშენდა უახლესი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ახალი ავტობაზა. ახალი ავტობუსები უკვე მოძრაობენ № 9, 14, 21, 24, 37, 51, 61, 87, 88 და 140 მარშრუტებზე”,-ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა 2008 წლის ომში დაღუპულებს პატივი მიაგო
შემდეგი სტატიაკახი კალაძე ,,აგვისტოს ომს” სოციალური ქსელით ეხმაურება