მამულაშვილი – ვურჩევ „ქართულ ოცნებას“, დროზე მოვიდეს გონს, სულ თმებით გამოვათრევ კობახიძეს

გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად გამოუცხადა ომი საქართველოს მოსახლეობას. „ქართულმა ოცნებამ“ წაართვა მომავალი საქართველოს მოსახლეობას და პუტინს გაუფორმა გამარჯვება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას სურვილი აქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს წასვლას და უზურპაციას აპირებს ხელისუფლების, ამიტომ ჩვენ ყველანაირ მშვიდობიან მეთოდს გამოვიყენებთ, რომ ეს ხალხი მოვაცილოთ აქაურობას და დავუბრუნოთ პირველივე რეისით პუტინს. იქნება აბსოლუტურად ყველა მეთოდი აქციების ჩათვლით, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმნათ ამ ხელისუფლებას, ვუთხრათ, რომ მათი წასვლის დრო დადგა. ამას აჯანყებას დავარქმევთ თუ აქციებს, ვფიქრობ რომ ერთსა იმავეზე ვსაუბრობთ. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, დაგვაკომპლექსოს და გვათქმევინოს, რომ ჩვენ ძალადობრივ მეთოდებს გამოვიყენებთ, არ გამოვიყენებთ, სულ თმებით გამოვათრევ იმ კობახიძეს. ამიტომ, მე ვურჩევ „ქართულ ოცნებას“, რომ დროზე მოვიდეს გონს და გადაწყვიტოს რომელი რეისით შევა მოსკოვში, ამიტომ ველოდებით დღეს. ნიკა მელიამ როგორც თქვა, ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ამიტომ ყველა მეთოდს, რის უფლებასაც გვაძლევს კონსტიტუცია, გამოვიყენებთ. დღეს არის დაგეგმილი აქცია და ნიკა მელია ამის შესახებ გამოაცხადებს თავად“, – განაცხადა მამულაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე – არცერთი შემოსული საჩივარი არ იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ რაიმე ტიპის გავლენას მოახდენს შედეგებზე
შემდეგი სტატიამამუკა წოწერია – კანონის ფარგლებში ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი, ვინც ეცდება ხელი შეუშალოს ზუგდიდის ნორმალურ განვითარებას