მამულაშვილი სააკაშვილზე: ის ჩამოვიდა, რადგან საქართველომ გადაუხვია პროდასავლურ გზას

სააკაშვილი იმიტომ ხომ არ ჩამოვიდა საქართველოში, რომ ციხეში ჩამჯდარიყო და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მისი კლინიკაში გადაყვანა მოეთხოვა, ის ჩამოვიდა, რადგან საქართველომ გადაუხვია პროდასავლურ გზას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა განაცხადა.

„სააკაშვილი ჩამოვიდა, რადგან საქართველომ გადაუხვია პროდასავლურ გზას, „ქართულმა ოცნებამ“ წაართვა მოსახლეობას მომავალი და ჩვენთვის, ერთადერთი გზა, იმისთვის, რომ საქართველო დავუბრუნოთ პროდასავლურ გზას და დავაბრუნოთ დემოკრატიულ სამყაროში, არის და იყო ბრძოლის გაგრძელება. სააკაშვილი საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად იბრძვის, რათა საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას… მოთხოვნები უცვლელია. ჩვენ გვაქვს ყველანაირი საშუალება, რათა კონსტიტუციური მეთოდებით ვიბრძოლოთ და გავაგრძელოთ ეს ბრძოლა, იქნება ეს ქუჩის აქციები, დაუმორჩილებლობით, პიკეტირებით, თუ საერთაშორისო პარტიორებთან თანამშრომლობით, ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საქართველოში არ ჩაინიშნება რიგგარეშე არჩევნები.

მიხეილ სააკაშვილი უპირობოდ უნდა გამოუშვას „ქართულმა ოცნებამ“. ის სასჯელი, რომელიც მას აქვს მისჯილი სასამართლოს მიერ, რომელსაც აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი, ეს არ არის რეალური სასჯელი. ჩვენ შევთანხმდით და საერთაშორისო პარტნიორებმაც ძალიან ხშირად გაიმეორეს, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი და ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება. შესაბამისად, როდესაც იქნება დამოუკიდებელი სასამართლო, სადაც მიხეილ სააკაშვილს შეეძლება, წარდგეს და პასუხი გასცეს ამ ბრალდებებს, რა თქმა უნდა, ის გასცემს პასუხს და შედეგსაც დათანხმდება. მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კლანზე, რომელსაც მართავს მურუსიძე და ექვემდებარება პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს, რომელ სამართალზე და სააკაშვილის ციხეში ჯდომაზეა ლაპარაკი, როდესაც ადამიანი არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა ლომაია გორის ჰოსპიტალში მივიდა: “ჩამოვედი ჩემი მეგობრის სანახავად”
შემდეგი სტატიავოლსკი: გიორგი გახარიას შეთავაზებაზე უეცარი პასუხის გაცემა არ მინდა