მამულაშვილი: ხელისუფლება ღია ომს უცხადებს უკრაინას

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნონა მამულაშვილი ამბობს, რომ უკრაინელი სტუმრების დეპორტაციით საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინას ღია ომი გამოუცხადა.

ორი წუთის წინ ველაპარაკე მარია ბარაბაშს, მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და დიმიტრი გორდონს. ისინი უკვე თვითმფრინავში არიან. სასაწრაფი წესით დეპორტირება გაუკეთეს მთ უკან. არ შემოუშვეს გორდონი, მისი ოპერატორი, არ შემოუშვეს ადმინისტრაცისი წარმომადგენლები, ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე გააბრუნეს უკან. ანუ საქართველოს ხელისუფლება ღია ომს უცხადებს უკრაინას. ეს უდიდესი საერთაშორისო სკანდალი იქნება, ეს უკვე პრეზიდენტების დონეზე გადაწყდება, იმიტომ, რომ ამისათანა საქციუელი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან არის გამოწვევა. ამას ერთადერთი ქვეყანა აკეთებს და ეს არსი რუსეთი, – განაცხადა მამულაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშენ რომ მართლა რამე გამბედაობა გქონდეს, ამ შენს ფასიან მიტინგზე გამიყვანდი: სააკაშვილი ივანიშვილს
შემდეგი სტატიაგვარამია: 18:00 საათზე ბრიფინგი დეპორტაციაზე