მამუკა ღლონტს არ ესმის, რატომ ნერვიულობს უცნობი, რომელსაც მაესტროში წილი აღარ აქვს

maestroმაესტროს დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი, აცხადებს, რომ ტელევიზიის გარშემო მიმდინარე პროცესების უკან დგას პოლიტიკა და ამის დამადასტურებელი ფაქტი მამუკა ღლონტისთვის მესამე პირის, ირაკლი რუხაძის, გამოჩენა და მეწილეებს შორის პარიტეტის დარღვევა გახდა.

„გიორგი გაჩეჩილაძე მესამე პირის მეშვეობით ხელში დაუმსახურებლად იღებს წილების უმრავლესობას და შეუძლია, ერთპიროვნულად გადაწყვიტოს საქმეები. შესაბამისად, მიჩნდება ღრმა ეჭვი, რომ დიახ, ამ ყველაფრის უკან დგას პოლიტიკა,“ – აცხადებს მამუკა ღლონტი გადაცემა “არჩევნაში”.

მამუკა ღლონტს არ ესმის, რატომ ნერვიულობს უცნობი, რომელსაც მაესტროში წილი აღარ აქვს.

„უცნობის წილი იყო ნული. მაესტროში უცნობს აღარაფერი ესაქმებოდა, რადგან მან თავისი წილი გაყიდა და, თუ ეს ასე არ იყო და მე სიცრუეში ვცხოვრობ, ან მან მითხრას ეს ან არიან კიდევ ადამიანები, ვისაც შეუძლიათ, ეს მითხრან,“ – აცხადებს მამუკა ღლონტი.იგი სამართლებრივი გზით აპირებს არსებულ ვითარებაში გარკვევას. მანამდე კი პატარკაციშვილების ოჯახს მიმართავს, – “ნუ მოიქცევით ისე, როგორც მოიქცა მიხეილ სააკაშვილი”.

„პატარკაციშვილების ოჯახს მინდა, მივმართო, რომ გია გაჩეჩილაძის 25% არის ეჭვქვეშ, ამიტომ ისინი იქცევიან ისე, როგორც თავის დროზე მოიქცა ნაციონალური მოძრაობა – მათ დაიპყრეს ტელევიზია და აპირებენ, გამოყარონ იქიდან კანონიერი მფლობელი. ნუ მოიქცევიან ისე, როგორც მოიქცა მიხეილ სააკაშვილი,“ – განაცხადა მამუკა ღლონტმა.

https://youtu.be/NFUPVegYJkQ

banner
წინა სტატიაში“გაზპრომთან” მოლაპარაკებები მალე დასრულდება და ხელშეკრულებას ხელი მოეწერება
შემდეგი სტატიაინგა გრიგოლია:ირაკლი რუხაძე არის მთავარი სიტყვის მთქმელი