მამუკა წოწერია: მეორე ტური დასრულდება ჩვენი დიდი უპირატესობითა და ზუგდიდელების გამარჯვებით

ზუგდიდის მერობის კანდიდიატი მამუკა წოწერია კარდაკარის პრონციპით მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. წოწერია დღეს მოქალაქეებს სოფელ ჭითაწყარში ამვე სოფლის მაჟორიატრი დეპუტატობის კანდიდატთან ირაკლი ჯანაშიასთან ერთად შეხვდა. მმართველი გუნდის მერობის კანდიდიატის მხარდასაჭერად კარდაკარ გამართულ შეხვედრებში მონაწილეობას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, სოზარ სუბარი, ლადო კახაძე, მომღერლები სოფო ბედია და ელენე ფოჩხუა მონაწილეობენ. მამუკა წოწერიას განცხადებით, ზუგდიდელები არჩევანს წარსულში დაბრუნებასა და რევანშის ნაცვლად, მუნიციპალიტეტის მშვიდობიან განვითარებებაზე გააკეთებენ.

„მხარდამჭერთა ჯგუფთან ერთად გავმართეთ ინდივიდუალური შეხვედრები სოფელ ჭითაწყარში ნარმანიასა და კოსტავას ქუჩებზე. ამ ქუჩებს მოუწესრიგდა გარე საგზაო და გარე განათების ინფრასტრუქტურა. მოსახლეობა საკმაოდ მადლიერია და დადებითად აფასებს ჩვენს საქმიანობას. რაც შეეხება მათ განწყობას, არის საკმაოდ პოზიტიური, ძალიან ბევრი აფიქსირებს, რომ აუცილებლად მოვა 30 ოქტომბრის არჩევნებზე, ჩვენი ამომრჩევლის ნაწილი, პირველ ტურში უფრო პასიური იყო, აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ გაცილებით უფრო დიდი იქნება მეორე ტურის არჩევნებზე და შესაბამისად დასრულდება ჩვენი დიდი უპირატესობითა და ზუგდიდელების გამარჯვებით“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – დაფინანსება, რაც არის განსაზღვრული, ექნება ყველა მუნიციპალიტეტს, მაგრამ მთავრობის ხელში არის დამატებითი ბერკეტები
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის ადვოკატების განცხადებაზე – როგორ შეიძლება, ხელისუფლება, მმართველი ძალა ასეთ საშინელ პროვოკაციას გეგმავდეს, ეს მათი ხელწერაა, ამით კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რაზე არიან წამსვლელები