მამუკა წოწერია: ჩვენი პრიორიტეტი გახლავთ, რომ ზუგდიდში რეგისტრირებულ დევნილ მოსახლეობას ჰქონდეს ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობები

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია ლაღიძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით შეხვდა და საკუთარი პროგრამა გააცნო. მამუკა წოწერია შეხვედრაზე ამ უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ თაზო ფაცაციასთან და პროპორციული სიის წევრებთან ნათია ხუფაცარიასთან და გიორგი კორტავასთან ერთად იმყოფებოდა.

,,დევნილთა განსახლება და მათი ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფა, ეს არის ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი. აღსანიშნავია, რომ წელს 600-ზე მეტ ოჯახს გადაეცემა ახალი საცხოვრებელი ბინა, ხოლო უახლოეს წლებში კიდევ 1700-მდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. გარდა ამისა ჩვენ ვახორციელებთ სოფლად სახლის პროექტს, რომლიც ითვალისწინებს დევნილი ოჯახებისთვის სახლების შეძენას. ასე რომ ჩვენი უახლოესი პერიოდის გამოწვევა და პრიორიტეტი გახლავთ რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დევნილ მოსახლეობას ჰქონდეს ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობები“ – განაცხადა მამუკა წოწოერიამ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: განსაკუთრებით გამიხარდება, თუ მუზეუმებში ყველაზე ხშირად მომავალი თაობა ივლის, რათა იცოდნენ, საიდან მოვდივართ და როგორი ქართველები აშენებდნენ ჩვენს ქვეყანას
შემდეგი სტატია“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერს საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის არ სჯერა